ყვითელი ამბები

„აი ამას როგორ გინდა გაუძლო...“ - თიკა მახალდიანის მეუღლე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

თიკა მახალდიანის დედა ვაჟა-ფშველას გამზირზე აღდგომის დღესასწაულის ღამეს პოლიციელის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მომღერალ თიკა მახალდიანის მეუღლე თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ძალიან ძნელია შვილს აუხსნა, რატომ აღარ ურეკავენ ბებიას, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.

თიკა მახალდიანის დედა 19 აპრილს, საღამოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა. სხვა კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე ბინაში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

„ეს შემთხვევითობა არ არის...“- ქეთი ორჯონიკიძე თიკა მახალდიანის დედასთან დაკავშირებით წერს

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლს, რო­მელ­მაც 19 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ბრმა ტყვი­ით მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი ქალი იმ­სხვერ­პლა, მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, მას წარდგენილი აქვს მკვლელობის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.