COVID-19 - ბოლო ცნობები

ახალი თვისებების გამო: მეცნიერები COVID-19-სთვის სახელის შეცვლას მოითხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა დაკავშირებულია დაავადების თვისებასთან - დააზიანოს სისხლძარღვები და გაზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი არა მარტო ფილტვებში, არამედ თავის ტვინშიც.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. იტალიელმა მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, ნაცვლად უკვე ჩვეული COVID-19-ისა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების აღსანიშნავად გამოიყენონ ტერმინი MicroCLOTS. 

„ბედნიერი ჰიპოქსია“ - აღმოჩენილია კორონავირუსის გამაოგნებელი თვისება

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა დაკავშირებულია დაავადების თვისებასთან - დააზიანოს სისხლძარღვები და გაზარდოს თრომბების წარმოქმნის რისკი არა მარტო ფილტვებში, არამედ თავის ტვინშიც.

ზოგი სპეციალისტის აზრით, ინფექციისთვის სახელის შეცვლა ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან COVID-19-ის სპეციფიკური კავშირი სისხლძარღვების პათოლოგიებთან ასი პროცენტით დადასტურებული არ არის და ამას კვლევები ესაჭიროება.

მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა ბიოლოგიური მასალები ადასტურებს თრომბების წარმოქმნის სიხშირეს როგორც ფილტვების არტერიებში, ისე თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის სისხლძარღვებში და ასევე გულის კორონარულ არტერიებშიც.

მნიშვნელოვანი გარღვევა: შექმნილია კორონავირუსის მანათობელი კლონი>>

მეცნიერების თქმით, თუ მანამდე ინფექცია განიხილებოდა როგორც მხოლოდ და მხოლოდ რესპირატორული დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვებს და იწვევს მწვავე რესპირატორულ დისტრეს–სინდრომს, ახლა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ანალოგიური პროცესები სხვა ორგანოებშიც შეინიშნება.