თბილისი, 5 მაისი - Sputnik. „უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 600 ათასზე მეტმა ადამიანმა წარადგინა. იუწყება РИА Новости.
„ზუსტად ერთი კვირა გავიდა „უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ მსვლელობაში რეგისტრაციის დაწყებიდან. ამ აქციის პოპულარობა დღითი დღე იზრდება - მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად 600 ათასზე მეტი ანკეტა შემოვიდა“, - აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.
ამასთან, „უკვდავ პოლკში“ მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც არ შემორჩათ ვეტერანების ფოტოები - ანკეტის ამ ველის შევსება სავალდებულო არ არის. გარდა ამისა, განაცხადის ფორმიდან ამოიღეს ომის გმირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.
პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგ დომენებზე: https://2020.polkrf.ru, https://ok.ru/app/immortal-regiment, https://vk.com/polk_app, https://sber9may.ru.
სოციალურ ქსელში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გმირობის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად საჭიროა გაზიარებულ ფოტოს მიუწეროთ ჰეშთეგი: #Бессмертныйполк2020, #Бессмертныйполконлайн, #ДеньПобедыдома, #9маявсети, #9маЯпомню.
„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა საქართველოში კორონავირუსის პირობებში ასევე ონლაინ–რეჟიმში გაიმართება, ისევე, როგორც მსოფლიოს 175 ქვეყანაში.
აქცია მთელ მსოფლიოში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება და წარმოდგენილი იქნება გმირების პორტრეტები. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ფოტო გმირის მონაცემების მითითებით და მისი მოკლე ისტორიით ელექტრონულ მისამართზე: sk_gr@mail.ru.
პირველად აქცია „უკვდავი პოლკი“ ტომსკში ჩატარდა. 2015 წელს მსვლელობაში რუსეთის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 12 მილიონამდე ადამიანმა. ამის შემდეგ შეიქმნა რუსეთის საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.
მოძრაობა „უკვდავი პოლკი" არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.