თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ბათუმისა და ქუთაისის შესასვლელ-გამოსასვლელებში გამშვები პუნქტები მუშაობას გააგრძელებს, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ კახა ბუხრაძემ.
გამშვებ პუნქტებზე გაკონტროლდება კომენდანტის საათის დაცვა, ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.
„ადგილზე რჩება გამშვები პუნქტების საგუშაგოები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გააკონტროლებს კომენდანტის საათს, ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაადგილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ბუხრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 5 მაისიდან იხსნება ბათუმი და ქუთაისი - ახლა მოქალაქეებს ქალაქებს შორის გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლა 15 აპრილიდან აიკრძალა.