COVID-19 - ბოლო ცნობები

რატომ მალავდა ჩინეთი ინფორმაციას: ქვეყნდება აშშ-ის დაზვერვის მონაცემები

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის ხელისუფლება მთელი თვის განმავლობაში შეგნებულად მალავდა კორონავირუსის გადამდებობის ხარისხს.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ჩინეთმა ახალი ტიპის კორნავირუსის ეპიდაფეთქების მასშტაბები და მისი გადამდებობის ხარისხი იმისთვის დამალა, რომ ინფექციასთან ბრძოლისთვის აუცილებელი სამედიცინო მასალები მოემარაგებინა, იუწყება Associated Press News აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით. 

ჩინეთს შეეშალა და არ აღიარა: ტრამპს კორონავირუსზე დეტალური ანგარიში წარუდგინეს

როგორც დაზვერვის მოხსენებაშია ნათქვამი, შეამცირა რა კორონავირუსის სერიოზულობის ხარისხი, ჩინეთმა გაზარდა სამედიცინო დანიშნულების მასალების იმპორტი და შეამცირა მათი ექსპორტი. ამასთან, ხელისუფლება ცდილობდა დაემალა ეს, „უარყოფდა რა საექსპორტო შეზღუდვებს და თან აგვიანებდა სავაჭრო მონაცემების წარმოდგენას“.

გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ჩინეთი მთელი იანვრის განმავლობაში უმალავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის გადამდებობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

დონალდ ტრამპს „აქვს მონაცემები“ კორონავირუსის ჩინურ წარმოშობაზე>>

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც არაერთხელ უსაყვედურეს ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. პომპეომ არაერთხელ მოუწოდა პეკინს, ეცნობებინა, შეეძლო თუ არა ვირუსს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან „გამოქცევა“, სადაც საშიშ ინფექციებს იკვლევენ.

ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ვერსიას კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირება 3 507 265 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 247 491 და განიკურნა 1 127 887 კაცი.