COVID-19 - ბოლო ცნობები

მნიშვნელოვანი გარღვევა: შექმნილია კორონავირუსის მანათობელი კლონი

მეცნიერები ამბობენ, რომ მანათობელი ვირუსი გამოდგება როგორც კორონავირუსით ინფიცირების პროცესის შესასწავლად, ისე მისი საწინააღმდეგო პოტენციური წამლებისა და ვაქცინების შესამოწმებლად.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ბიოლოგებმა საფუარის უჯრედებში დნმ-ის ცალკეული ფრაგმენტებისა და მისი გენომის სტრუქტურის ცვლილების გზით ვირუს SARS-CoV-2-ის პირველი სინთეტიკური ასლი შექმნეს, რომელიც ინფიცირებულ უჯრედებს ანათებს, იუწყება ბერნის უნივერსიტეტის პრეს-სამსახური. 

ლამის ანტისხეულები კორონავირუსს ბლოკავს: გამოდგება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში

პროფესორ ფოლკერ ტილის თქმით, მეცნიერებმა ვირუსის სინთეტიკური ასლი სულ რაღაც ერთ კვირაში შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების სინთეტიკური ასლები უკვე დიდი ხანია ვირუსოლოგებისა და მოლეკულური ბიოლოგებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია სხვადასხვა დაავადების შესწავლისა და მათთან ბრძოლისთვის. მაგალითად, მეცნიერები დღეს აიდ-ინფექციის რამდენიმე სახის მანათობელ სინთეტიკურ ვირუსს იყენებენ იმაზე დასაკვირვებლად, თუ როგორ აღწევს პათოგენი უჯრედში და როგორ იწყებს ახალი ასლების წარმოქმნას.

როგორც წესი, მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას უამრავი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. SARS-CoV-2-სა და სხვა RNA-ვირუსებზე, რომლებსაც უჩვეულოდ გრძელი გენომი აქვთ, ბიოლოგების თქმით, ეს აქამდე არ ჩატარებულა დნმ-ის ფრაგმენტების არასტაბილურობის გამო. 

მიზეზი დადგინდა: რატომ იღუპებიან მამაკაცები COVID-19-ით ქალებზე ხშირად

პროფესორმა ტილმა და მისმა რუსმა კოლეგებმა სეჩენოვის უნივერსიტეტიდან ვირუსების კლონირების პრობლემა ახალი მეთოდიკით გადაჭრეს, რა დროსაც საფუარის უჯრედები გამოიყენეს.

ტილმა და მისმა გუნდმა სწორედ ამ მეთოდიკით მოახერხეს SARS-CoV-2-ის პირველი სინთეტიკური ვერსიის შექმნა, რომელიც სტრუქტურითა და თვისებებით მისი ბუნებრივი პროტოტიპის აბსოლუტური ანალოგია.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვირუსი გამოდგება როგორც კორონავირუსით ინფიცირების პროცესის შესასწავლად, ისე მისი საწინააღმდეგო პოტენციური წამლებისა და ვაქცინების შესამოწმებლად.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა და რუსმა ბიოლოგებმა უკვე გამოიყენეს ახალი ვირუსი იმის დასამტკიცებლად, რომ პრეპარატ "რემდესივირს" — ებოლას ცხელების ექსპერიმენტულ წამალს კორონავირუსული ინფექციის დათრგუნვის უნარი აქვს.