სისხლიანი დრიფტი ბათუმში - ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს, მეორე მძიმე მდგომარეობაში „მედალფას“ კლინიკაშია
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ბათუმის ბულვარზე ორი ავტომობილის დრიფტი ლეტალურად დასრულდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელევიზიის მონაცემებით, ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი კი სერიოზულად დაშავდა. ახალგაზრდები ქალაქის სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანეს.

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტი რეანიმაციაშია, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მეორე დაშავებული „მედალფას“ კლინიკაშია, მისი მდგომარეობაც მძიმეა.

შსს სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე პუნქტით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.