COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ამჟამად განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 466 პირი აგრძელებს. 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის - საშუალო სიმძიმის
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

დიპლომატებმა სამშობლოში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან თანამემამულეები დააბრუნეს

დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1932 ფაქტი დადასტურდა. აქედან 1441 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა, 466 პირი მკურნალობას განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში აგრძელებს.

19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 157 932 ტესტი ჩატარდა.