COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის მერვე საავადმყოფოს ექთანს COVID-19 დაუდგინდა

არსებული ინფორმაციით, პაციენტის მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდა სამ მეზობელთან. ყველა მათგანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. თბილისის მერვე საავადმყოფოს ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კახეთში ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრებს, პაციენტებსა და კოლეგებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

ინფიცირებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და დედაქალაქში გაემგზავრა. ამის შემდეგ ქალს COVID-19 დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტის მეუღლეს ურთიერთობა ჰქონდა სამ მეზობელთან. ყველა მათგანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამ ეტაპზე კონტაქტში მყოფ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ გამოუვლინდა.

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 221 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5260, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 553 პაციენტია.