თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომელს, 36 წლის ალუდა ზვიადაურს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი დღეს ნახეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი იყო.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს უწყება ადასტურებს.
გარდაცვლილის მეუღლეს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. როგორც მან განაცხადა, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
მომხდარის შესახებ დეტალები არც გარდაცვლილის მეზობლებმა და ახლობლებმა იციან. თუმცა, ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის იარაღს წმენდდა და შემთხვევით გაუვარდა.
ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გარდაცვლილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშად მუშაობდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.