COVID-19 - ბოლო ცნობები

სსფ-ის მიერ COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო მსოფლიოში პირველი მიიღებს

გიორგი გახარიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს გამოყოფილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგადახდო ბალანსის და ბიუჯეტის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება, ნათქვამია სსფ-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს >>

საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ის გუნდმა მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) მეექვსე მიმოხილვის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც 1-13 აპრილს გაიმართა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური სტაბილურობის საიდუმლო განმარტა

დაფინანსებასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მიმოხილვის დასრულების შემდეგ გახდება, სსფ-ის შეთანხმების ფარგლებში საერთო გამოყოფილი თანხა კვოტის 230 პროცენტს შეადგენს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარით უკვე მაისში შეივსება, რაც საქართველოს ხელისუფლებას მისცემს საშუალებას გადაუდებელი სამედიცნო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები დააკმაყოფილოს.

ახალი სამწლიანი პროგრამა - „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. ამ პროგრამის ფარგლებში 448 მლნ დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.

ამგვარად, საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორონავირუსთან ბრძოლის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ რესურსებს მიიღებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსა და პროგრამის მომლაპარაკებელ მისიას მეექვსე მიმოხილვის დასრულებისთვის და მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის“, – დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ის აკაუნტში.

ფული მოქმედებაში

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან 3 მილიარდ დოლარს მიიღებს.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმად ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დახმარების მიზნით, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებულ საგადასახადო და სასესხო შეღავათებს შესთავაზებს.

საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დროს აგრეთვე ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროს დახმარების გეგმას წარადგენს.

ამასთან ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და განახლებაზე გაკეთდება.