თბილისი, 2 მაისი - Sputnik. თბილისში, კონიაკის დასახლებაში 60 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობელი დაჭრა, დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.