COVID-19 - ბოლო ცნობები

პლუს 125: ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2273-მდე გაიზარდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სტატისტიკა წარმოადგინა
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 2273-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

სომხეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად სამი დღით დერეფანს ხსნის >>

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 125-ით გაიზარდა. გარდაცვლილია 33 ადამიანი.

რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდა

COVID-19 1010-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1227 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 23 142 ტესტი ჩატარდა.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.