COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-ით გაიზარდა

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 464 ადამიანი მკურნალობს, აქედან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ამავე დროს COVID-19-სგან განიკურნა 40 ადამიანი.

დიპლომატებმა სამშობლოში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან თანამემამულეები დააბრუნეს

გარდაიცვალა 63 წლის პაციენტი, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება ჰქონდა.

დღევანდელი მდგომარეობით, აზერბაიჯანში ინფიცირებულია 1854 ადამიანი. აქედან 1365-მა პაციენტმა დაასრულა მკურნალობა და გაეწერა კლინიკებიდან. ქრონიკული დაავადებების გართულებებისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 464 ადამიანი მკურნალობს. აქედან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.