მსოფლიო დღეს

COVID-19-ით სიკვდილიანობა შესაძლოა ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებოდეს: ბრიტანული კვლევა

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ეთნიკურ ჯგუფებში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლებში განსხვავება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტთა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით, ასკვნიან ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტის Institute for Fiscal studies (IFS) ექსპერტები. 

მიზეზი დადგინდა: რატომ იღუპებიან მამაკაცები COVID-19-ით ქალებზე ხშირად

მათი თქმით, ახალი კორონავირუსული ინფექციით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა კარიბის რეგიონიდან გამოსულ შავკანიანებს შორისაა დაფიქსირებული.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ „კარიბის რეგიონის ჯგუფში“ ლეტალური შედეგები სამჯერ აღემატება ბრიტანეთის თეთრკანიან მოსახლეობაში სიკვდილიანობას, ხოლო სხვა შავკანიანი მოსახლეობის ჯგუფებში ლეტალურობის დონე ორჯერ მაღალია ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელზე. 

არიან თუ არა ინფიცირებული ბავშვები გადამდებები: ექსპერტი განმარტავს>>

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ეთნიკური ჯგუფებში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლებში განსხვავება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. გარდა ამისა, ამაზე, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს მოსახლეობის სიმჭიდროვე ამა თუ იმ გეოგრაფიულ პუნქტში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 3 257 520 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 233 405 და განიკურნა 1 014 809 კაცი. დიდ ბრიტანეთში დაავადდა 171 253, გარდაიცვალა 26 771 ადამიანი.