COVID-19 - ბოლო ცნობები

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ 30 აპრილის 21 საათიდან 1 მაისის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 7 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის 61 მოქალაქე დაჯარიმდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით და შემდეგ ის 22 მაისამდე გაგრძელდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 566-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 548 პაციენტია.