COVID-19 - ბოლო ცნობები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ყველაზე მძიმე პაციენტი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ხანდაზმულ პაციენტს აღენიშნება ისეთი თანდართული დაავადება, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და აქედან გამომდინარე სხვა გართულებები
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი  — Sputnik. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოიხსნა, განუცხადა პირველ არხს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება

თუმცა, მისი თქმით, ის ისევ კრიტიკულ პაციენტად ითვლება.

„საოცრება მოახდინეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა. ის ისევ კრიტიკული რჩება, მაგრამ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. თანდართული დაავადებებიც ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტიც, 30 წლის შაქრიანი დიაბეტი თავის ყველა გართულებით. ცალი კიდური არ აქვს, მეორე ტერფი არ აქვს. აი, ასეთი გართულებით და შაქრიანი დიაბეტითაც კი კორონავირუსი არ არის განაჩენი. ეს მინდოდა მეთქვა, რომ ასეთმა პაციენტმაც კი, საკმაოდ ხანში შესულმა, მაინც დაძლია კორონავირუსი და მოიხსნა აპარატიდან. ნუ ჯერ გამოჯანმრთელებული, რა თქმა უნდა, არ არის, კიდევ შორს არის, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ძირითადი დაძლია“, - განაცხადა ტურძელაძემ.

რაც შეეხება კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში მოთავსებულ სხვა პაციენტებს, ორი პაციენტი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მცირე დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნა ტურძელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 539–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5243 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 550 პაციენტი.