ყვითელი ამბები

„ჰამლეტის ქნარი “ - გია ჯაჯანიძემ პოეზიის ვირტუალური საღამო მოაწყო

„სხვა რაკურსმა“ გია ჯაჯანიძესთან ერთად სოციალურ ქსელში გადმოინაცვლა. ტელეწამყვანმა Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე „ფოლოვერებს“ პოეზიის საღამო მოუწყო. ნახეთ გია ჯაჯანიძის ახალი გატაცება.
Sputnik

ტელევიზიის ეკრანიდან გაჯეტების ეკრანამდე სულ ერთი ნაბიჯია. კორონავირუსის გამო უამრავი გაწერილი გადაცემა გადაიდო. გია ჯაჯანიძემ გადაწყვიტა, „ფოლოვერებს“ მოწყენის საშუალება არ მისცეს - ლექსი ჩაწერა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამჯერად მან არჩევანი გენიალურ გალაკტიონ ტაბიძეზე შეაჩერა. „ჰამლეტის ქნარი“ - ამ სახელწოდების ლექსი ტელესახემ Instagram-ის მეგობრებს მიუძღვნა. რომანტიკული კლასიკური მუსიკის აკომპანირებით გია ჯაჯანიძისეული კითხვის მანერა მოგხიბლავთ.

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედ-იღბალი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა... თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება.

უკვე რამდენიმე კვირაა გია ჯაჯანიძეს ახალი გადაცემის სცენარი არ დაუწერია და სტუმრები არ მოუწვევია. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს და ყველაფერი პარალიზებულია. მათ შორის თოქ-შოუების ჩაწერაც. ამიტომ გია ჯაჯანიძემ ალტერნატიულ ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლების წინაშე ლექსით წარდგა.

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ჰოლივუდელთა მხარდამხარ, არც ქართულ შოუ-ბიზნესს აკლია გამომწვევი ჩაცმულობა, პერფორმანსები თუ განსახილველი თემები. გია ჯაჯანიძეც მათ რიცხვს განეკუთვნება.