თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 პაციენტით - 178-მდე გაიზარდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.
კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვლილს - 83 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე