COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე: საქართველოში შესაძლოა მეტი ინფიცირებულია ვიდრე ოფიციალურად დადასტურებულია

ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც, განმარტა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. სავსებით რეალურია მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე დადასტურებულია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, გარდაცვლილების პროცენტი ერთ მილიონ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში.

„საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ მცირე. თუ გადავითვლით ერთ მილიონ მოსახლეზე, ეს განსხვავება კიდევ უფრო დიდია. ის ვარაუდი, რომ მოსახლეობის შესაძლოა უფრო მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული რეალურად, მათ შორის უსიმპტომოდ, ვიდრე ეს დღეს ჩვენ ვიცით, ეს სავსებით რეალურია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცერცვაძის განმარტებით, ყველა ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების გარდა არსებობს დაუდასტურებელი შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის სავარაუდოდ საქართველოშიც.

მისივე თქმით, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 178-მდე გაიზარდა.