ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

ნინო ჩხეიძე და თამარ ურუშაძე კოსმეტიკას საკუთარი ხელით ამზადებენ. ორი მეგობარი კოსმეტიკურ საშუალებებში სასარგებლო და სურნელოვან ნაზავს აერთიანებს. კოსმეტიკის დამზადება კი მათთვის ხელოვნებაა.
Sputnik

ნატურალური კოსმეტიკის შექმნა შვიდი წლის წინ დაიწყეს. დღემდე საკმაოდ რთული გზა გაიარეს. ამ ხნის მანძილზე ბრენდი იხვეწებოდა და მეტად მრავალფეროვანი ხდებოდა.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

ნინო: ამ საქმიანობას ორნი ვეწევით. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით. პროფესიით  რეჟისორები ვართ. მე ვარ ნინო ჩხეიძე, ანიმაციის რეჟისორი, წმინდა ნიკოლოზის ბრიტანული სკოლის ხელოვნების კლუბის ხელმძღვანელი, და თამარ ურუშაძე - კლიპების რეჟისორი, სამი შვილის დედა, კომპანის დამფუძნებელი და პროდუქციის შემქმნელი. ძალიან უცნაურია, რომ ხელოვნებიდან  კოსმეტიკაში მოვხვდით, მაგრამ ისიც ხელოვნებაა, როდესაც ქმნი და ემსახურები სილამაზეს.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

თამარი: რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ძალიან გამიტაცა ნატურალურმა კოსმეტიკამ. ნელ-ნელა დავიწყე ინფორმაციის მოძიება, შესწავლა და ჩემთვის კეთება. დაკავებული ვარ მთლიანად ნატურალური კოსმეტიკის შესწავლით და დამზადებით. ადრე ეს ჰობი იყო, ახლა კი პროფესიად მექცა და არაერთი პროფესიონალური ონლაინ-კურსიც კი დავამთავრე. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. ჩემი მესამე შვილი ფაქტიურად ჩვენი თილისმაა. სულ ჩვენთან ერთად არის გამოფენა-გაყიდვებზე და საქმიან შეხვედრებზეც კი. ახლა ცხრა თვის არის უკვე და აქტიურად არის საქმიანობაში ჩაბმული.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- კოსმეტიკის წარმოება როდის დაიწყეთ, როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

თამარი: ზოგადად ბავშობიდან მაქვს ამ სფეროს ინტერესი, მაგრამ უფრი დიდი ინტერესი გამიჩნდა, როდესაც ნაოჭების პრევენციისთვის დავიწყე საკუთარი კანის მოვლა. არ მინდოდა ქიმიური პროდუქციით სახე გამეფუჭებინა. ამიტომ არსებობს ბევრი ონლაინ-კურსი, რაც გავიარე, და დავიწყე საკუთარი მოხმარებისთვის დამზადება. შემდეგ დიდი ხნის გამოცდილი და დატესტილი კრემები ჩემ გარშემო ახლობლებს ძალიან მოსწონდათ. დიდი მოთხოვნა წამოვიდა და გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. როგორც აღვნიშნე, დავამთავრე პროფესიონალური ონლაინ-კურსები ნატურალური თავის მოვლის საშუალებების და შევქმენი ჩემი ბრენდი. ბრენდი შეიქმნა შვიდი წლის წინ Myskin, ახლა უკვე „ბანოვანი“.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

ნინო: სიმართლე გითხრათ, არასდროს არ ვიყავი სახის მოვლით დაინტერესებული. მახსოვს, დედაჩემი აკეთებდა თავისთვის და მისი მეგობრებისთვის მკვებავს, სახის რძეს, ხელის კრემს და სულ მეხვეწებოდა ისწავლეო. ძალიან ვნანობ, რომ დიდად არ მისწავლია. ეს ძველი რეცეპტებიც გვაქვს, ჩვენ უფრო გავათანამედროვეთ და ბევრი ვიტამინებით და ზეთებით განვაახლეთ.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- რა ინგრედიენტებით ამზადებთ კოსმეტიკას და რით არის ის გამორჩეული?

- ვიყენებთ 100% ვეგანურ ინგრედიენტებს. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ვიყოთ განსხვავებულები და მუდმივად ახლის ძიებაში ვართ. მაგალითად, შევქმნათ ისეთი რამ, რაც არის დეფიციტური და მოთხოვნაა ბაზარზე. მთავარი მაინც გახლავთ შედეგი და კმაყოფილი მომხმარებელი, ამიტომ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რომ იყოს პროდუქტი შემდგარი და სრულყოფილი. ინგრედიენტების შერჩევას და ფორმულირებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, აქედან გამომდინარე, როდესაც რაიმეს ვქმნი, მრავალმხრივ ხდება მისი დატესტვა, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდვა.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- რა სახის პროდუქციას სათავაზობთ მომხმარებლებს?

თამარი: ჩვენ ვთავაზობთ საქართველოში არსებული სხვადასხვა კოსმეტიკიდან განსხვავებით აბსოლუტურად ვეგანურ და ჯანსაღ კოსმეტიკას, რომელიც არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. გვაქვს როგორც ქალის ხაზი, ასევე ბავშვისა და მამაკაცის ხაზი. ყველა ჩვენი პროდუქტი არის 100% ნატურალური.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- პროდუქციის შეძენამდე წინასწარ გადიხართ მომხმარებელთან კონსულტაციას?

ნინო: დიახ, წინასწარ გავდივართ კონსულტაციას, ვადგენთ მათ კანის ტიპს და ამის შემდეგ ვიძლევით რეკომენდაციებს. არის შემთხვევები, როდესაც ზუსტად იციან რა უნდათ და ამ შემთხვევაში პირდაპირ შეკვეთას ვაფორმებთ. როდესაც გვაქვს გამოფენა-გაყიდვა, ჩვენს მომხმარებელს ვატესტინებთ ადგილზე პროდუქციას. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ მომხმარებელს რეალური შთაბეჭდილება შეექმნას პრუდუქტზე.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- ყველა ტიპის კანისთვის ამზადებთ კოსმეტიკურ საშუალებებს?

თამარი: დიახ, ყველა ტიპის კანისთვის ვამზადებთ.

- სად იყიდება თქვენი ნაწარმი და რამდენად დიდია მოთხოვნა?

თამარი: ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც თბილისის სალონებში, ასევე ქუთაისში. გვაქვს ასევე საკურიერო მომსახურება. ვაპირებდით მაღაზიის გახსნას და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო უვადოდ გადაგვედო და მხოლოდ საკურიერო მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- ანუ პანდემიამ თქვენც შეგიქმნათ პრობლემები.

ნინო: დიახ, რა თქმა უნდა, იმოქმედა ძალიან. ონლაინ-გაყიდვები არ შეიძლებოდა. ერთი თვის შემდეგ რომ მომხდარიყო ეს პანდემია, ბევრად უფრო მეტად დავზარალდებოდით, რადგან მაღაზიის გახსნას ვგეგმავდით. ვიტყვით, რომ გადავრჩით უფრო სერიოზულ ზიანს. მოვიფიქრეთ სავაუჩერო აქციები - მომხმარებელს შეეძლო წინასწარ ეყიდა ვაუჩერი. როცა საკურიერო აღდგებოდა, შემდეგ გაენაღდებინა ექვსი თვის ვადით.

ქალბატონების ოცნება: სურნელოვანი „ბანოვანი“ ხელოვანი მეგობრებისგან

- რატომ უნდა ეყიდა მანამდე?

- იმიტომ, რომ დიდი ფასდაკლება იყო ამ პერიოდში. 100-ლარიან ვაუჩერს ყიდულობდი 30% ფასდაკლებით.

- გაზაფხულზე განსაკუთრებით პრობლემური და გამოფიტულია კანი. რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ, რა საშუალებებით უნდა მოუარონ ამ დროს სახის კანს?

თამარი: სწორედ გამოფიტული კანისთვის გვაქვს ძალიან კარგი ტანის მანგოს კარაქი სუფლე, რომელიც ქოქოსისა და შიის კარაქების მიქსია და უამრავ ვიტამინს და სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. გვაქვს ასევე რუჯის ხაზი. შიმერი, სასწაული ბზინვარებით, რუჯის აქსელერატორი ზეთი, ანუ დამაჩქარებელი და ასევე ვისაც არ სურს რუჯის მიღება, გვაქვს მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც ბავშვებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად. გვაქვს კიდევ სხვა საკმაოდ ბევრი პროდუქცია.