COVID-19 - ბოლო ცნობები

მთავრობამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის დახმარება გამოყო: ვინ რამდენს მიიღებს

საქართველოში სოციალურად დაუცველთათვის ყოველთვიური დახმარების ოდენობა ოჯახის წევრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული
Sputnik

 

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების გადანაწილების პრინციპი გაასაჯაროვა. 

როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, დასაქმებულებთან ერთად, სახელმწიფოს დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მიღებული და ასევე სამი და მეტი შვილის მქონე ოჯახები, რომელთაც 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვს. გარდა ამისა, დახმარება გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

როგორ გადანაწილდება დახმარება

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებსაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მიღებული, ყოველთვიური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე. ნახევარი წლის განმავლობაში ამ დახმარებას 190 ათასი ადამიანი მიიღებს. თანხის ჩარიცხვა 20 მაისიდან დაიწყება. 

ოჯახის წევრების რაოდენობადახმარების მოცულობა
170 ლარი
290 ლარი
3105 ლარი
4140 ლარი
5175 ლარი
6210 ლარი
7245 ლარი
8280 ლარი
9315 ლარი
10 385 ლარი

100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სამ და მეტშვილიანი ოჯახები კი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ – სულ 130 ათასი ოჯახი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ნახევარი წლის განმავლობაში პენსიასთან ერთად დამატებით 100 ლარს მიიღებენ – დაახლოებით 40 ათასი ადამიანი.

ყველა ამ კატეგორიის ადამიანებს არ სჭირდებათ დოკუმენტების წარმოდგენა, ისინი ბაზაში ავტომატურად მოხვდებიან.

29 აპრილისთვის ლარის კურსი  - 3,2014 GEL/$1.