დეპუტატი: სააკაშვილი დამნაშავეა და მაღალი თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა უკრაინელ კოლეგებს სთხოვა, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის აზრი და სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე არ აირჩიონ.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnk. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩადენილ დანაშაულებებშია ბრალდებული და არ შეიძლება უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე იყოს არჩეული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინულ ტელეარხზე „112 უკრაინა“ პოლიტიკურ ტოკ-შოუში „პულსი“. 

სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დაინიშნება – მასმედია

სააკაშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

„2003 წელს ოპოზიციიდან პარლამენტის დეპუტატად ამირჩიეს, როდესაც სააკაშვილმა ჩემთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა, ისევე, როგორც ჩამოართვა და წაართვა საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს. მე მას ამის გამო ღიად ვაკრიტიკებდი და სწორედ ამის გამო თბილისის ცენტრში სასიკვდილოდ მცემეს. პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის სახელწოდებაა „ხალხის მსახური“ და ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აზრიც, რომ ეს ადამიანი საქართველოში დამნაშავე და კრიმინალია და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“, - განაცხადა გელაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მმართველობაზე საუბრისას ქართველმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ადამიანები იმდენად იყვნენ დაშინებული, რომ როდესაც სააკაშვილი მათ კერძო საკუთრებას ართმევდა, ისინი ამის შესახებ არც კი ჩიოდნენ. მაგრამ ახლა უკვე პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრ ასეთ ფაქტს იძიებს. 

სააკაშვილის პრობლემა: თალაკვაძემ უკრაინის რადის სპიკერს წერილით მიმართა

„სააკაშვილი უნდა იჯდეს საქართველოს ციხეში, რადგანაც მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში. მან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ჩამოართვა კერძო საკუთრება და დღემდე ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბევრი მათგანისთვის ქონების დაბრუნებას, რადგანაც უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც მან წაიღო“, - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

გელაშვილის სიტყვებით, ლიეტუვაში გამოკვლევებისას სააკაშვილს მანიაკალური შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

„იგი არაადეკვატური ადამიანია და ყოველთვის არაადეკვატურად რეაგირებდა, როდესაც ვინმე მის წინააღმდეგ გამოდიოდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

გელაშვილის განმარტებით, უკრაინაში გამართულ ბოლო არჩევნებში სააკაშვილი არც კი მონაწილეობდა, მისმა პარტიამ კი სულ რაღაც ხმების 0,4% მიიღო.

„ნუთუ შეიძლება ვიცე-პრემიერად ადამიანის დანიშვნა, რომელმაც უკრაინელი ხალხის ხმების მხოლოდ 0,4% მიიღო? რა თქმა უნდა, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი სურვილია სააკაშვილი ქართულ სამართადამცველ სტრუქტურებს გადმოსცენ, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს“, – დასძინა მან.

ამასთან, გელაშვილმა ითხოვა კენჭისყრამდე უკრაინელ კოლეგებს უჩვენონ კადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი ცემის შემდეგ.

ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკაშვილის დანიშვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ უმაღლესი რადას მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველო უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩს გამოიწვევს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობაზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა საქართველოსა და უკრაინას შორის ნდობის დეფიციტს გამოიწვევს, რამდენადაც ეს მიუღებელია.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობისა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 

საქართველოს პრეზიდენტი: სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ თანამდებობაზე მიუღებელია

გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. ის ასევე ბრალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროების მიზნით 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე და 2007 წელს აქციის დაშლის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ. ამის შემდეგ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ მიწვეულ იქნა სამუშაოდ უკრაინაში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და, შესაბამისად, დაკარგა ქართული პასპორტი. 2015 წელს სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა".

მალევე მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში ის პოლონეთში გააძევეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა 2019 წლის 28 მაისს, როდესაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.