COVID-19 - ბოლო ცნობები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა

ტესტებმა აჩვენა, რომ კლინიკის არც ერთ ექიმს ვირუსი არ დაუდასტურდა მიუხედავად იმისა, რომ მათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnk. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ, მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. 

იმნაძე: ცხოვრების ჩვეული წესის დასაბრუნებლად ალბათ ერთი წელი მაინც დაგვჭირდება

მისი სიტყვებით, კლინიკაში ბოლო დღე-ღამეში არც ერთი ინფიცირებული პაციენტი არ შესულა. სამედიცინო დაწესებულებაში სულ 105 პაციენტი მკურნალობს, მათგან 86 კორონავირუსის დიაგნოზით.

„დღეს კიდევ ერთ პაციენტს გავწერთ. რამდენიმე ათეული ტესტი ლაბორატორიაში გუშინ გავგზავნეთ და ყველა პასუხი უარყოფითია. დღეს ჩვენ განმეორებითი ანალიზები გავგზავნეთ და პასუხებს ველოდებით. თუ უარყოფითი პასუხები მოვა, 15–16 პაციენტი ალბათ დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ფასდება. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია.