COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო და ისრაელი პოსტკრიზისულ პერიოდში ითანამშრომლებენ

ორი ქვეყნის მეთაურებმა ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ ქვეყნებში კორონავირუსთან არსებული ვითარებისა და პანდემიასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველო და ისრაელი პოსტკრიზისულ პერიოდში ერთდროულად რამდენიმე სფეროში ითანამშრომლებენ, ამის შესახებ ორი სახელმწიფოს მეთაურები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ.

რა საკითხები განიხილა ზურაბიშვილმა ბულგარეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტებთან>>

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა ისრაელელმა კოლეგა რეუვენ რივლინმა ორ ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარებისა და პანდემიასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ იმსჯელეს.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაში და უფრო აქტიური და ღრმა თანამშრომლობა პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის სფეროში.

პრეზიდენტი: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კრიტიკული ფაზა იწყება

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისისთვის ფასეულია ისრაელის გამოცდილება მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერიტეტის ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში 27 აპრილისთვის კორონავირუსით ინფიცირების 15 466 შემთხვევაა დარეგიტრირებული. COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან 202 ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელი კორონავირუსის გავრცელების რისკით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნას 17 აპრილიდან შეუდგა და თანდათანობით გამოდის კარანტინის რეჟიმიდან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 27 აპრილისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 496-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის>>

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.