ქარელში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

დაკავებული ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურია, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პოლიციამ ქარელში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დგინდება, რომ 1986 წელს დაბადებულმა კ.კ., გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელსაც დაზარალებული მართავდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

DEA ბათუმში და 40 კილოგრამი ჰეროინი - ვინ დააკავეს სპეცოპერაციის დროს

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი დაკავებული ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურია.

შსს არ აკონკრეტებს, რა დაზიანება მიიღო ავტომობილში მჯდომმა პირმა.