COVID-19 - ბოლო ცნობები

ნავთობის ფასი ნედლეულის სიჭარბის მოლოდინების გამო ვარდნას განაგრძობს

WTI მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსი 27,45%-ით შემცირდა და 12,29 დოლარს შეადგენს, Brent-ის მარკის ნავთობისა - 11,09%-ით შემცირდა და 19,3 დოლარის ნიშნულზეა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ბაზარზე ჭარბი ნედლი ნავთობის დაგროვების რისკმა ორშაბათს მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის ფასების ვარდნა გამოიწვია, იუწყება РИА Новости ვაჭრობის შედეგებზე დაყრდნობით.

მოსაზრება: ნავთობის კრიზისს გაზის კრიზისიც მოჰყვება

თბილისის დროით 19:37 სთ-ზე WTI მარკის ერთი ბარელი ნავთობის ივნისის ფიუჩერსი 27,45%-ით გაიაფდა და 12,29 დოლარი შეადგინა.

ივლისის ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ნავთობზე 9,07%-ით გაიაფდა და 22,56 დოლარი შეადგინა, ივნისის ფიუჩერსების ფასი გაიაფდა 11,09%-ით და 19,3 დოლარი შეადგინა.

ინვესტორები ეკონომიკური აქტივობის შემცირების მიზეზად კვლავ კორონავირუსს ასახელებენ, რამაც ნედლეულზე მოთხოვნილების შემცირება გამოიწვია. ამავდროულად, ნავთობის კოტირებებზე ზეგავლენას ახდენს ბაზარზე ნედლეულის სიჭარბე.