მობილური კავშირის ოპერატორი მოსახლეობას თაღლითების შესახებ აფრთხილებს

აბონენტებთან ფიქსირდება ზარები საერთაშორისო ნომრებიდან და ამ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში იჭრება თანხა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორი „მაგთიკომი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს სატელეფონო თაღლითობის შემთხვევების შესახებ და ურჩევს მათ, არ დარეკონ საზღვარგარეთიდან შემოსული ზარის ნომერზე, თუ ასეთს არ ელოდებიან.

ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი 270 ათასი ლარით დაჯარიმდა

როგორც ოპერატორის განცხადებაშია აღნიშნული, რიგ აბონენტებს დილითა და დღის განმავლობაში საზღვარგარეთიდან გამოტოვებული ზარები დაუფიქსირდა.

„დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან, რომელთა საწყისი კოდებია: 338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367. ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის მონაცემებით, ამგვარი დაფიქსირებული ზარების უკვე გარკვეული ნომრები დაბლოკილია, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ, თუმცა მსგავსი ზარების სხვა ნომრებიდან განხორციელება გამორიცხული არ არის.