თბილისში ელექტროსკუტერების გაქირავება დაიწყო

პროექტი, რომლის ფარგლებშიც ელექტროსკუტერების გაქირავება მოხდება, თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ შეიმუშავა. 
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისში დღეიდან ელექტრო სკუტერების გაქირავების სერვისი ამოქმედდა, იუწყება თბილისის მერია.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.  პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამისთვის სხვადასხვა სიახლეებს ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება, მომავალში ასევე მიკროავტობუსები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია მთლიანად ჩანაცვლდება. დღეს შემოვიტანეთ უკვე ახალი პროექტი, ეს არის ელექტროსკუტერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა „აჭარა ჯგუფს“ გადაუხადა და აღნიშნა, რომამ პროექტის განხორციელება მათი თანადგომითა და მხარდაჭერით მოხდა.

„ქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც აღნიშნული ელექტროსკუტერები განთავსდება და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით. ეს არის კომპანია Bird, რომელიც ამერიკული სტარტაპია და მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ძალიან წარმატებული მიმართულებაა და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება განვითარებად ქალაქებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეს გადაწყვეტილება კი არა, მხოლოდ ინიციატივაა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს – კალაძე

ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, სკუტერის გააქტიურებას მომხმარებელი სპეციალური პრომო-კოდის საშუალებით შეძლებს.

ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.

ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.