მსოფლიო დღეს

ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება

მანამდე ქვეყანამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მოწოდებებს, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ იქცა ცენტრალურ ჩინეთში აფეთქებული კორონავირუსული ინფექცია პანდემიად.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგები მოჰყვება, განაცხადა ჩინეთის ელჩმა ავსტრალიაში ჩენ ცზინიემ გაზეთ The Australian Financial Review-სთან ინტერვიუში. 

Fox News-მა „ნულოვანი პაციენტი“ დაადგინა: კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან „გამოიქცა“

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა მიანიშნა, რომ ავსტრალიის ხელისუფლების მოთხოვნა გამოძიების თაობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნების ურთიერთობაზე. ელჩის თქმით, ეს არა მარტო დააშინებს ჩინელ ტურისტებს, არამედ სავაჭრო ურთიერთობებზეც იქონიებს ნეგატიურ შედეგს.

„ჩინეთის საზოგადოება გაწბილებული, შეშფოთებული და იმედგაცრუებულია იმით, რასაც ახლა ავსტრალია აკეთებს. თუ განწყობები გაუარესდება, ადამიანები იფიქრებენ, რატომ წავიდე ქვეყანაში, რომელსაც ჩინეთის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება აქვსო“, — განმარტა ჩენ ცზინიემ.

მისი თქმით, უბრალო ხალხი იმაზეც დაფიქრდება, უნდა მიირთვან თუ არა ავსტრალიური ღვინო და ხორცი.

მანამდე ავსტრალიამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მოწოდებებს, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ იქცა ცენტრალურ ჩინეთში აფეთქებული კორონავირუსული ინფექცია პანდემიად.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს

გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, ავსტრალია გამოვა მოწოდებით, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება კორონავირუსთან დაკავშირებით.

ახალი კორონავირუსული ინფექციის ხელოვნურ წარმოშობაზე ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა „ნულოვანი პაციენტის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, ახალი კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის  ლაბორატორიის თანამშრომელი იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ლაბორატორიის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ავად.