COVID-19 - ბოლო ცნობები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: უცხოეთიდან სამშობლოში 8 ათასამდე თანამემამულე დაბრუნდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 7 988 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები აპრილის ბოლოს საქართველოში – ფრენების განრიგი

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 27 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა დახმარება 15 393 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეცრეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების სრული შესაბამისობით ხორციელდება და საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

27 აპრილს ვარშავიდან თბილისის მიმართულებით სპეცრეისი შესრულდება. ახლო მომავალში კიდევ დაგეგმილია შემდეგი რეისები: 30 აპრილი - მადრიდი-თბილისი, 2 მაისი - პრაღა-თბილისი, 5 მაისი - ათენი-თბილისი, 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

ევროპიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნების მიზნით სპეცრეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. საქართველოს მთავრობის მითითებით, ბილეთების ღირებულება 199 ევროა.