COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა

ახალი შემთხვევები 83 რეგიონშია რეგისტრირებული. აქედან თითქმის ნახევარი (2 920) - კლინიკური გამოვლინებების გარეშე.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსმა მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირების 6 361 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, ნათქვამია პორტალზე стопкоронавирус.рф.

ერთ დღე-ღამეში ინფექციით გარდაიცვალა 66 პაციენტი, 517 ადამიანი გაეწერა კლინიკებიდან.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 26 აპრილისთვის

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 80 949-მდე გაიზარდა, ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 747 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 6 767 პაციენტი.

ახალი შემთხვევები 83 რეგიონშია რეგისტრირებული. აქედან თითქმის ნახევარი (2 920) - კლინიკური გამოვლინებების გარეშე.

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში. ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი, ეპიდემია უკვე დასრულდა - COVID-19-ის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 931 923 ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 203 596 ადამიანი. დაავადება გავრცელებულია 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.