COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების ნახტომისებური დინამიკა ამოხსნილია

ზაფხულისკენ რუსეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, მიიჩნევენ სპეციალისტები
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების ნახტომისებური დინამიკა ე.წ. პლატოზე გასვლას უნდა ნიშნავდეს, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოსთან არსებული ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორი გეორგი საპრონოვი, იუწყება РИА Новости.

რუსეთში COVID-19-თან ბრძოლის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს >>

რუსეთში ბოლო კვირის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა ყოველდღიური ზრდა მერყეობდა 4,2-დან 6 ათასის ფარგლებში.25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის 75 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა, 6250 გამოჯანმრთელდა, 681 პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა

როგორც საპრონოვმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რუსეთში ეპიდემია პლატოზე მაისის ბოლოსთვის ან ცოტა ადრე გავა. ამასთან ის ირწმუნებოდა, რომ დაავადება „მალე კლებისკენ წავა“.

ამავე დროს ინფექციონისტმა, სამედიცნო მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლაი მალიშევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დინამიკა დაძაბულ სიტუაციაზე მიუთითებს. მისი ვარაუდით, პლატოზე გასვლა ივნისის დასაწყისამდე არ მოხდება.

ადრე ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირების „პლატოზე“ 1 მაისამდე შეიძლება გავიდეს.

კორონავირუსის აფეთქება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოხდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიის შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2 938 733 ინფიცირებულია, გარდაიცვალა 203 798 ადამიანი.