COVID-19 - ბოლო ცნობები

ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა

ორ თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, ათობით ათასმა ადამიანმა კარანტინი გაიარა
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ ორი თვე გავიდა - 26 თებერვალს COVID-19 ირანიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ინფიცირებული მაშინვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. მას სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. მეორე შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა - ეს იყო იტალიიდან ჩამოსული მამაკაცი.

ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა

დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მათ შორის 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი.

ქვეყანაში აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში გადაადგილებისთვის დაიშვა. ასევე სავალდებულო გახდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება - ამისათვის პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრება.

ქვეყანაში გაუქმებულია ყველა საქალაქთაშორისო და სარკინიგზო გადაზიდვები. საქართველოს ავიამიმოსვლა გარე სამყაროსთან შეწყვეტილია, ჩაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა

მთლიანად ჩაიკეტა ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. გორის, ფოთის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, ვანისა და ცაგერის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში და ცალკეულ სოფელში მკაცრი კარანტინი მოქმედებს.

ამასთან ერთად, მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უკვე შეიმუშავა. კერძოდ, 27 აპრილს მოიხსნება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის გადაადგილება. აკრძალვების მოხსნა ექვს ეტაპად იგეგმება.

ორი თვე კორონავირუსთან ერთად: 26 თებერვალს საქართველოში პირველი ინფიცირებული გამოვლინდა