COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ შეძლებს მოსახლეობა დიდი ქალაქებიდან გასვლას: განრიგი და პირობები

ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე. მოქალაქეებმა აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, 29 აპრილიდან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე დედაქალაქში 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს

მოქალაქეები ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეძლებენ.

ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. მსურველებმა აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე.

შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავალჯერადს).

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად.

რაც შეეხება დიდ ქალაქებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს.

ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები იხსნება

საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად, ყოველ ორ კვირაში მოიხსნება ვირუსის გავრცელების დონისა და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. 10 დღის შემდეგ დაწესდა კომენდანტის საათი, ხოლო 17 აპრილს აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა სპეციალური ნებართვის გარეშე.

პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება. ამ დღიდან შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა.

ორშაბათიდან ასევე დაშვებული იქნება ონლაინ–ვაჭრობა - ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება და ღია აგრარული ბაზრების მუშაობა.

როგორ შეძლებს მოსახლეობა დიდი ქალაქებიდან გასვლას: განრიგი და პირობები