გურიაში მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 17 წლის  მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

დედის, ძმისა და რძლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ყანდაურაში, საკუთარ სახლში დააკავეს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლი.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.