COVID-19 - ბოლო ცნობები

ნათია თურნავა: კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს სახელმწიფო გაინაწილებს

საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და შეღუდულია ეკონომიკური საქმიანობა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი, პირველი რიგში, მიმართულია იქითკენ, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და არ დადგეს კითხვის ქვეშ ადამიანთა დასაქმება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება

საქართველოს მთავრობამ დღეს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.
თურნავას განცხადებით, სახელმწიფო  კომპანიებთან ერთად გაინაწილებს სახელფასო ტვირთს, რათა დასაქმებულებმა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ. მისი თქმით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში,  ექვსი თვის განმავლობაში შეღავათი შეეხება  ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა ხელფასიც არის 1500 ლარი ან ნაკლები.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა,  შეღავათი არ შეეხება მაღალი რანგის მენეჯმენტს. მისი თქმით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებს ხელფასის სულ მცირე, 750 ლარის ოდენობაზე საშემოსავლო გადასახადი არ დაეკისრებათ. 

„ეს შეღავათი, ერთი შეხედვით, კომპანიას უმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ხელფასები. მათ შორის, შეღავათი იმათაც შეეხება, ვისაც უკვე აქვს გადავადებული ეს გადასახადი,“ – განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კალაძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას მაღალი შეფასება მისცა

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში,  ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასებზე მიიღებს სრულ სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე. იმავე  სახის სუბსიდიას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, სადაც ხელფასი არის 1500 ლარამდე, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.  ამ პროგრამაზე მთავრობა 250 მილიონ ლარს დახარჯავს.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროები. აქ მომუშავე ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩენილების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.