თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. უკრაინასა და რუსეთს შორის აბსოლუტურად ვუჭერ მხარს მშვიდობას, განაცხადა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკშვილმა გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მანამდე სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას ქვეყნის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა რეფორმების კუთხით და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დაავალა. მისი კანდიდატურა პოსტზე ქვეყნის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.
„მე სრულად ვუჭერ მხარს მშვიდობას რუსეთთან, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობები, რომელთა შემთხვევაშიც მიიღწევა მშვიდობა. და ეს ახლა იოლი არ არის“, ― განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში.
ამასთან პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ზელენსკი მზად არ არის რუსეთთან დათმობებზე წასვლისთვის.
გახარია: უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელი იქნება>>
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ყველა ნაბიჯი უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაცვისკენაა გადადგმული.