COVID-19 - ბოლო ცნობები

ვებ-გვერდი stopcov.ge Telegram-ის აპლიკაციაში გამოჩნდა

სამთავრობო ვებ-გვერდი stopcov.ge, რომელიც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აქვეყნებს, ამიერიდან ხელმისაწვდომია Telegram-ის მომხმარებლებისთვისაც.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. სიახლეების გაგება კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელი გახდა Telegram-ზე, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

საქართველოში კორონავირუსი ონკოლოგიური დაავადების მქონე მამაკაცმა დაამარცხა

Telegram-ის მომხმარებელი ახალი არხის მეშვეობით შეძლებს სრული ინფორმაციის მიღებას საქართველოში COVID-19-ის გავრცელებისა და ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

stopcov.ge საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და მთლიანად ეძღვნება კორონავირუსის პანდემიას. ვებ-გვერდზე მუდმივად ახლდება ინფორმაცია ქვეყნაში კორონავირუსით დაინფიცირებულების, გარდაცვლილებისა და გამოჯანმრთელებულების შესახებ. აქვეა შესაძლებელია გაგება, თუ რამდენი ადამიანია კარანტინში და რამდენი მკურნალობს სტაციონარში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს 416 ადამიანს. აქედან გამოჯანმრთელდა 107, გარდაიცვალა 5 პაციენტი.