სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი 20 აპრილს გაუხსნეს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზემო სვანეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

მულახის თემში მკვლელობა მიმდინარე წლის 20 აპრილს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად ერთი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დღეს თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.

მულახში მომხდარ მკვლელობას სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.