თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვა ოთხშაბათს ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
რაც შეეხება მისაბმელიან, ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებს, მათი მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
უწყების ცნობით, ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.