COVID-19 - ბოლო ცნობები

შოსტაკოვიჩი ონლაინ: სიმფონიური ორკესტრი ვირტუალურ კონცერტზე გიწვევთ

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ვირტუალურ კონცერტებს ყოველკვირეულად აწყობს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 25 აპრილს გთავაზობთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ჩანაწერს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი კონცერტზე გიწვევთ

ორკესტრს უდირიჟორებს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დირიჟორი არიელ ცუკერმანი.

ჩანაწერის ტრანსლირება 12:00 საათზე დაიწყება. აჟღერდება დმიტრი შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თავის მსმენელს არც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ივიწყებს. ორკესტრის ხელმძღვანელობა, მრავალი კულტურული სამსახურის მსგავსად, მსმენელს Facebook-გვერდზე კონცერტების ჩანაწერებს სთავაზობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვირტუალურ კონცერტებზე დასწრება ყოველ უქმეებზე შეუძლიათ.