ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

სულ რამდენიმე თვეა ბაზარზე ქართული ჩანთების ბრენდი „თანილა“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს მძივებისგან შექმნილ განსხვავებულ და ორიგინალურ ჩანთებს სთავაზობს.
Sputnik

იდეის ავტორი და ბრენდის შემქმნელი ლელა თაღიაშვილია. ლელა თვლის, რომ ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეებისთვის საქართველოში სასურველი პირობებია შექმნილი. წარმატების მისაღწევად კი თავდაუზოგავი შრომა და ნებისყოფაა საჭირო.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- პროფესიით ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი ვარ. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. თითქმის ორი წელია ვმუშაობ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ გაყიდვების სფერო არის თავისული და მაქვს ჩემზე მორგებული გრაფიკი, მომეცა საშუალება ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხითაც განმევითარებინა.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ჩანთების შექმნა და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

- ბავშვობიდან ყოველთვის მიტაცებდა ხელსაქმე. მახსოვს 6-7 წლის ასაკში ჩემი პირველი შეკერილი კაბა, რომელიც ჩემს თოჯინას მოვარგე. ამასთან დედა ყოველთვის მიმეორებდა და მახსენებდა, რომ მაქვს ნიჭი, რომელიც უნდა განმევითარებინა. მრავალი მცდელობის შემდეგ დავიწყე ხელნაკეთ ჩანთებზე მუშაობა, რამაც ნამდვილად დიდი სიამოვნება მომანიჭა და გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის სერიოზული სახე მიმეცა. ბრენდი „თანილა“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2020 წლის იანვარში. სანამ საზოგადოების წინაშე გამოვჩნდებოდით მე და ჩემი ტყუპისცალი და, თვეების განმავლობაში ვმუშაობდით, რათა მიგვეღწია სასურველი შედეგისთვის.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- „თანილას“ ბრენდის კონცეფციაზე გვიამბეთ…

- ჩვენი კონცეფცია მარტივია - ხარისხიანი, ხელნაკეთი, ქართული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი.

- რატომ შეურჩიეთ სახელი „თანილა“?

- სიმართლე გითხრათ, ბრენდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. მე და ჩემს დას მიგვაჩნია, რომ სახელწოდება ახლოს უნდა იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც თითოეული ნივთის შექმნაში დიდ ძალასა და ენერგიას ხარჯავენ. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელწოდებაც ჩვენი სახელების და გვარის ბგერების კომბინაციაა.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- ჩანთის ყველა დეტალს ხელით აწყობთ?

- რა თქმა უნდა, ჩანთის ყველა დეტალი ხელით იწყობა და ასევე დიდი ყურადღებით ვარჩევთ მასალას, რომელსაც ვიყენებთ.

- რთული არ არის სათითაო მძივის ხელით დამაგრება?

- რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენს თითოეული მძივის ხელით დამაგრება, თუმცა ვთვლი, რომ როდესაც ადამიანს გიყვარს საკუთარი საქმე და სიამოვნებას განიჭებს, იქ სირთულეებზე საუბარი ზედმეტია.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- ბოლომდე მიყვანილი საქმე, აწყობილი ჩანთა თუ გაგფუჭებიათ?

- როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენ რამდენიმე თვე ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, აწყობილი ჩანთა დაგვიშლია, თუმცა ამ ეტაპისთვის თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიცით რასაც ვაკეთებთ.

- როგორ სეგმენტზეა გათვლილი და სად იყიდება თქვენი ჩანთები?

- შექმნის დღიდან ვიცოდით, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გათვლილი იქნებოდა ადგილობრივ სეგმენტზე. სულ რაღაც 4 თვეა „თანილა“ ბაზარზეა და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს online გაყიდვებს. მომავალში მომხმარებელი შეძლებს ჩვენი ჩანთების შეძენას სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- ყველაზე ხშირად რა სტილის, როგორი ფერის ჩანთებს გიკვეთავენ?

- ოთხთვიანი მუშაობისა და გამოცდილების ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ თეთრი არის ყველაზე აქტუალური და პოპულარული ფერი. მომხმარებელთა მოთხოვნა განსხვავებულია, შესაბამისად, ვცდილობთ მოვერგოთ მათ მიერ მოთხოვნილ სტილსა და დიზაინს.

- ქართულ ბაზარზე დღეს საკმაოდ ბევრია ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი, სტარტაპი. თქვენი ჩანთების მიმართ რამდენად დიდია მოთხოვნა და რამ განაპირობა ეს?

- გეთანხმებით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ხელნაკეთი ჩანთების ბრენდია. რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ჩანთები მოწონებას დაიმსახურებდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ოთხი თვის განმავლობაში ბრენდმა საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ბრენდს აქვს ხელმისაწვდომი ფასები და განსხვავებული დიზაინი.

ტყუპი დის წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა: თანილას ხელნაკეთი ჩანთები

- ამ ბიზნესს რომ არ უძღვებოდეთ, რით დაკავდებოდით, სხვა სფეროში ხედავთ თქვენს თავს?

- ნამდვილად ვერ გეტყვით სად ვიქნებოდი, რომ არა ეს ბრენდი, რადგან უკვე ერთი დღეც არ წარმომიდგენია ჩანთის კეთების გარეშე.