მსოფლიო დღეს

„შევიდეს პრიორიტეტული ზომების პაკეტში“: ქვეყნების ჯგუფი გაეროს მიმართავს

მანამდე რუსეთმა შესთავაზა გაეროს გენერალურ ასამბლეას, მიეღო დეკლარაცია ცალმხრივად დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ, თუმცა აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და საქართველო რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ წავიდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქვეყნების ჯგუფმა, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩელეტს მიმართა შუამდგომლობით, ჩართოს COVID-19-თან ბრძოლის პრიორიტეტული ზომების პაკეტში ცალმხრივად დაწესებული სანქციების გაუქმება. 

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასამ გამოაქვეყნა.

„გთხოვთ ჩართოთ COVID-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის პრიორიტეტულ ღონისძიებათა მოქმედ პაკეტში ცალმხრივი, იძულებითი ზომების გაუქმება, ვინაიდან ეს ზომები პირდაპირ ან ირიბად ეხება მსოფლიოს ასობით მილიონი ადამანის უფლებას განვითარებაზე, და ამასთან ზიანს აყენებს ეკონომიკური და სოციალური უფლებების ფართო სპექტრს“, — ნათქვამია წერილში.

ტექსტის თანახმად, ამ ქვეყნებს შორის არიან: რუსეთი, ჩინეთი, ვენესუელა, სირია, კუბა, ჩრდილოეთი კორეა, ირანი, კამბოჯა, ზიმბაბვე და ნიკარაგუა.

სანქციები არ მოიხსნება: გაეროში რუსეთის დეკლარაცია დაიბლოკა

განცხადების ავტორები მიუთითებენ, რომ ფინანსურმა და საბანკო შეზღუდვებმა, ასევე ფართო მეორადმა სანქციებმა დაზარალებულ ქვეყნებს საკუთარი ფინანსური რესურსები დააკარგინა და, ამასთან, ეს ხელს უშლის სასიცოხლოდ აუცილებელი საქონლის — მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთმა შესთავაზა გაეროს გენერალურ ასამბლეას, მიეღო დეკლარაცია კორონავირუსთან სოლიდარული ბრძოლის თაობაზე, რაც ცალმხრივად დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. თუმცა აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და საქართველო არ დათანხმდნენ პროექტის რეზოლუციის მიღებას.

გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა G20-ის წევრ ქვეყნებს, გაეუქმებინათ სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული სანქციები, რათა კორონავირუსთან ბრძოლა უფრო ეფექტური ყოფილიყო. პანდემიის პირობებში სანქციების შეჩერებას ან გაუქმებას მაშინ მხარი დაუჭირა მიშელ ბაჩელეტმაც.

ირანს სანქციები უნდა მოეხსნას: ჩინეთი პანდემიის პირობების გათვალისწინებას მოითხოვს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 564 190 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 177 445 და განკურნებულია 681 842 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 825 041 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (204 178), მესამეზე — იტალია (183 957).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 80-ს შეადგენს.