თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ნაკრძალმა „ლეოპარდის მიწამ“ გამოაქვეყნა „დიდი კატის“ ფოტოები, რომელიც მეცნიერებს კითხვებს უჩენს.
„ლეო 103UN კიდევ ერთი ლეოპარდი-გამოცანაა. ამ ლაქებიანი მტაცებლის სქესი ამჟამად უცნობია“, — განმარტავენ ეროვნული პარკის თანამშრომლები.
მათი თქმით, ჯერჯერობით მეცნიერებს კამერა-ხაფანგებიდან არ აქვთ საკმარისი მასალები იმის განსაზღვრისთვის, ხვადია თუ ძუ ახალი ბინადარი. არც F female (გოგონა), არც M male (ბიჭი), არც UN – unknown (უცნობი).
თუმცა ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული ფოტომასალა საშუალებას იძლევა დაასკვნან, რომ მტაცებელს კარგი ჯანმრთელობა აქვს და საუცხოოდ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი თავი ტაიგაში „კომფორტული“ ცხოვრებით.