გრეტა ტუნბერგი: ერთბაშად ორი კრიზისი უნდა გადაიჭრას - პანდემია და კლიმატის ცვლილება

ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლაციაში იმყოფება, შვედი ეკოაქტივისტის გაფიცვებმაც ვირტუალური ფორმა შეიძინა
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი - Sputnk. მსოფლიოში ცნობილმა შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსის ინფექციის პანდემიის პერიოდშიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გლობალური დათბობის პრობლემა არ გაქრება. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

ერთბაშად ორი კრიზისის გადაჭრისკენ 17 წლის აქტივისტმა საერთაშორისო საზოგადოებას დედამიწის დღეს - 22 აპრილს მოუწოდა. მისი სიტყვებით, COVID-19-მა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრების გათვალისწინება.

ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლაციაში იმყოფება, შვედი მოზარდის გაფიცვებმა ვირტუალური ფორმა შეიძინა. ამასთან, ტუნბერგი თავის მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებს.

გრეტა ტუნბერგი: ერთბაშად ორი კრიზისი უნდა გადაიჭრას - პანდემია და კლიმატის ცვლილება

როგორც გრეტა ტუნბერგმა თავის ხელმომწერებს ცოტა ხნის წინ უამბო, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ ეჭვობდა, რომ კორონავირუსით იყო ავად. დაავადების ნიშნები ჰქონდა მამამისსაც. ამიტომ მამა-შვილი თვითიზოლაციაში მოექცა. თუმცა ოფიციალურად ვირუსის დიაგნოზი არცერთისთვის არ დაუსვამთ.

გრეტა ტუნბერგმა სახელი გაითქვა 2019 წლის სექტემბერში გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. დეკემბერში ჟურნალმა Time-მა მას წლის ადამიანი უწოდა.