COVID-19 - ბოლო ცნობები

აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 38-ით გაიზარდა

თებერვლის ბოლოდან 22 აპრილამდე აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1518 შემთხვევა გამოვლინდა
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციით დაავადების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ამის პარალელურად, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა 42 პაციენტი.

მსოფლიო ღამით: კაცობრიობას „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილობა და მეორე ტალღა ემუქრება, თუ...

ოპერატიული შტაბის მონაცემების თანახმად, თებერვლის ბოლოდან 22 აპრილამდე რესპუბლიკაში COVID-19-ის დიაგნოზი 1518 ადამიანს დაუსვეს. მათგან 907 პაციენტი სრულად განიკურნა. ოცი, რომელსაც სერიოზული ქრონიკული დაავადებები აწუხებდა, გარდაიცვალა.

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში 591 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 21-ის - ზომიერი, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები ახასიათებენ, როგორც სტაბილურს.

მთლიანობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად 108 221 ტესტირება ჩატარდა.