ყვითელი ამბები

„ბაბუს სიყვარული ალე“ - ასე უშიშრად ეფერება მამულიჩას შვილიშვილი უზარმაზარ ძაღლს

მამულიჩას შვილიშვილი 2018 წელს შეეძინა. პატარა ალექსანდრე მამულაშვილი პოპ-დივას და მისი ქმრის ცხოვრების უმეტეს ნაწილს იკავებს. საყვარელი ბიჭუნა საკმაოდ უშიშარი აღმოჩნდა. ნახეთ, როგორ ეფერება და ეთამაშება 2 წლის ალე შინაურ ცხოველს.
Sputnik

კახა მამულაშვილს პირველი შვილიშვილი 48 წლის ასაკში შეეძინა. ლელა წურწუმია და მამულიჩა საუკეთესო ბებია და ბაბუა აღმოჩნდნენ. კონცერტების გარდა, მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილს დაუთმეს. კახა ბაბუა თავისუფალ დროს შვილიშვილს უთმობს და პოზიტიურ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პატარა ბიჭს ბევრი მაყურებელი ჰყავს. აი, რას წერენ ისინი: „ალეს უფრო ხანგრძლივი ვიდეოები რომ დადოთ არ შეიძლება? ვერ ვძღები მისი ყურებით...“; „ვაიმე, რა სიცოცხლე ხარ! ძაღლიც როგორ წყნარადაა“; „როგორც საინტერესო სერიალის სერიებს, ისე ველოდები ალეს გამოჩენას. უსაოცრესი ბიჭია“. მანამდე სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც ალექსანდრე თავისი უშველებელი ძაღლით სეირნობს. ახალგაზრდა ბაბუამ სურათი ასე დაასათაურა - „ალე პირადი მცველით“...

ალექსანდრე მამულიჩას უფ­როს ვაჟს ნი­კო­ლოზ მა­მუ­ლაშ­ვილს შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ჰყავს. „09.08.2018 ალექ­სან­დრე ნი­კო­ლო­ზის ძე მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ამ ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა მა­მუ­ლი­ჩა მო­ევ­ლი­ნა“, – წერდა კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. ალექსანდრეს მოფერებით ალეს ეძახიან. 2 წლის ალექსანდრე მეგობარ შინაურ ცხოველთან ერთად ხშირად პოზირებს. უახლეს ვიდეოზე კი ძაღლი მოათვინიერა, ყურებზე ეთამაშება, ეფერება და ყოველგვარი შიშის გარეშე თავზე რამდენჯერმე კოცნის.

კახა მამულაშვილს ორი შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და ქალიშვილი ლელა წურწუმიასგან. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. პრო­დი­უ­სე­რი ბა­ბუა 2018 წელს გახ­და. ამის შე­სა­ხებ „მა­მუ­ლი­ჩამ“ მე­გობ­რებს „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რა­დი გვერ­დი­დან ახა­რა.