მსოფლიო დღეს

აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის თემაზე სპეკულაციის დაუშვებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ჯანმოს წამყვანი როლი კორონავირუსთან ბრძოლაში.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. აშშ არ ეთანხმება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკვე მიღებულ რეზოლუციას კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკვანძო როლზეა საუბარი, ნათქვამია ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივი წარმომოადგენლობის საიტზე

„სხვა არჩევანი არ გვაქვს“ - ტრამპი ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერების მიზეზებს ასახელებს

ორშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის ყველა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის თემაზე სპეკულაციის დაუშვებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ჯანმოს წამყვანი როლი კორონავირუსთან ბრძოლაში.

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავინდებურად „ღრმად უჭერს მხარს“ მსოფლიო საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, თუმცა მათთვის მიუღებელია დოკუმენტის პირველი პუნქტი.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ მთლიანობაში მხარს უჭერს რეზოლუციას... შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია პუნქტი 1, რომელიც ჯანმოს „გადამწყვეტ, წამყვან როლს“ ეხება COVID-19-ის აფეთქების კონტექსტში“, — წერია კომენტარში.  

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაფინანსებას უწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც, მისი თქმით, დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია კორონავირუსზე და არ მიიტანა სიმართლე მსოფლიო საზოგადოებამდე.

ტრამპი მართალია, ჯანმოს არაკომპეტენტურობა ზღვარს სცდება: რუსი ექსპერტის შეფასება>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 564 190 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 177 445 და განკურნებულია 681 842 პაციენტი. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 825 041 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (204 178), მესამეზე — იტალია (183 957).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 80-ს შეადგენს.