მსოფლიო დღეს

განმეორდა 1999 წლის მინიმუმი: ნავთობის ფასი ისევ ეცემა

საყოველთაო კარანტინის პირობებში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო საწარმოები — გაჩერებული, საწვავის მიმართ ინტერესი მკვეთრად იკლებს.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ფასები ნავთობზე ისევ ეცემა - 6,5-15%-ით. 

ელოდეთ ნავთობზე მოთხოვნის უდიდეს ვარდნას ისტორიაში: IEA-ს პროგნოზი

ოთხშაბათის დილის მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა დაიწია და 1999 წლის 11 დეკემბრის მინიმუმს — ბარელზე 16 დოლარზე ნაკლებს მიაღწია.

დილის 09:09 საათისთვის (თბილისის დროით) ივნისის ფიუჩერსებმა ჩრდილოეთის ზღვის ნავთობშენაერთებზე 14,8%-ით დაიწია და 16,45 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე, ხოლო WTI-ს ივნისის ფიუჩერსები 6,48%-ით დაეცა და ბარელზე 10,8 დოლარი შეადგინა.

კორონავირუსის პანდემია მძლავრად ურტყამს ნავთობზე მოთხოვნას. საყოველთაო კარანტინის პირობებში, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო საწარმოები — გაჩერებული, საწვავის მიმართ ინტერესი მკვეთრად იკლებს. ნავთობის ბაზარზე ნეგატიური განწყობები იმითაცაა გამოწვეული, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგების სწრაფად აღმოფხვრა უიმედოდ გამოიყურება.